მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდება

  • 2020-12-29 17:23:53

მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდება.

დღეს, დაბა მესტიაში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, ახალი შენობა-ნაგებობა გაიხსნა, სადაც ა(ა)იპ “მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ განაგრძობს საქმიანობას. ახალ ბაზაზე განთავსდება დასუფთავების სამსახურის ბალანსზე არსებული სპეციალური ტექნიკა.

2021 წლის იანვრიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, სადაც შეიქმნება სპეციალური სერვისები, რომელიც დასუფთავების სამსახურის ბაზაზე არსებული ტექნიკის სრულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა "საქმიანი ეზოს" მოწყობა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, გადამუშავებადი ნარჩენის წყაროსთან სეპარირებულად შეგროვების შესაძლებლობას მისცემს.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჯამში 184 543 ლარი დაჯდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ვულოცავთ ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურს" და მომავალში წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას ვუსურვებთ!

მსგავსი პოსტები