აბაშის მუნიციპალიტეტში მიზნობრივ ჯგუფებს საახალწლო ნობათები დაურიგდა

აბაშის მუნიციპალიტეტში მიზნობრივ ჯგუფებს საახალწლო ნობათები დაურიგდა

  • 2020-12-29 15:27:45

აბაშის მუნიციპალიტეტში მიზნობრივ ჯგუფებს საახალწლო ნობათები დაურიგდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ პროვაიდერი ინტერნეტ კომპანია შ.პ.ს. „სკაიტელის“ მხარდაჭერით სასურსათო პროდუქტები უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა ხანდაზმულებს გადასცა.

დღეს მერიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროდუქტები საცხოვრებელ სახლებში მიუტანეს.

გადაცემის პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები