აბაშის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სასურსათო პაკეტები გადაეცა

აბაშის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სასურსათო პაკეტები გადაეცა

  • 2020-12-29 10:29:44

აბაშის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სასურსათო პაკეტები გადაეცა.

სასურსათო პაკეტი ტკბილეულთან ერთად 6 სახეობის პროდუქტს მოიცავს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას გადაწყვეტილებით პროდუქტები, რომლებიც ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, 20-ვე საბავშვო ბაღის 730-მა აღსაზრდელმა მიიღო.

გადაცემის პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები