ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო

  • 2020-12-30 15:38:29

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო.

უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

მსგავსი პოსტები