ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის საახალწლო სასაჩუქრე კალათების გადაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის საახალწლო სასაჩუქრე კალათების გადაცემა დაიწყო

  • 2020-12-29 14:52:57

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის საახალწლო სასაჩუქრე კალათების გადაცემა დაიწყო.

დღეს სასაჩუქრე კალათები სოციალური საცხოვრისის 13 ბენეფიციარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ მიუტანეს.

კონსტანტინე კაკავამ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ჯამში მერიისგან საახალწლო საჩუქრები 550 ბენეფიციარს გადაეცემა.

სადღესასწაულო სასაჩუქრე კალათები, დედ–მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს , 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს და ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცემათ.

საახალწლოდ, სასურსათო კალათები საბავშვო ბაღის 4300-მდე აღსაზრდელსაც გადაეცემა.

მსგავსი პოსტები