სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას კორონა ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას კორონა ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა

  • 2020-12-29 17:55:32

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხრიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას კორონა ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა.

სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის მთავარი ამოცანა იმ საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფაა, რომელთაც თავიანთი საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ სახლიდან მუშაობა.

პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში და COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა არაერთ ერთობლივ ინიციატივას ახორციელებენ როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

მსგავსი პოსტები