ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების გაცემა გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების გაცემა გრძელდება

  • 2020-12-29 16:12:19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების გაცემა გრძელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების გაცემა მოწყვლადი ჯგუფებისთვის გრძელდება.

ამჯერად სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელებს, შშმ პირებს,დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებს შობა – ახალი წელი მიულოცეს და მათ სასაჩუქრე ბარათები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ გადასცეს.

სასაჩუქრე ბარათის გამოყენება და 50 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ,,მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალში 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.

სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი და სასაჩუქრე ბარათი ამ ეტაპზე 250-მდე ოჯახმა მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერია სასაჩუქრე კალათების დარიგებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის აგრძელებს.

მსგავსი პოსტები