თიანეთის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათის სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა

თიანეთის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათის სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა

  • 2021-01-06 14:27:04

თიანეთის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეულისა და სურსათის სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

მერის წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში გადასცეს.

საერთო ჯამში, დარიგდა 600 სასურსათო პაკეტი, რომელიც სოციალურად დაუცველებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მარტოდ მცხოვრებ მოხუცებზე განაწილდა.

მსგავსი პოსტები