ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციას უჭირავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციას უჭირავს

  • 2021-01-09 14:55:25

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციას უჭირავს.

2020 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში - აბარი, ჟოშხა, პატარა ონი, ჭელიაღელე, კვაცხუთი, შხივანა განხორციელდა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით წყალსადენი სისტემების მოვლა-რეაბილიტაციის კუთხით სამუშაოები ჩატარდა სოფელ ღვიარის, წესის, ჩორჯოს, კვირიკეწმინდის, ქვედა ღვარდიის, ზნაკვის საუბნო ქსელებზე. ასევე განხორციელდა სოფელ ბუგეულის დვალების უბნის, სოფელ მეორე ტოლის გოტიაშვილების უბნის და სოფელ ლიხეთის ბეშიძეების უბნის წყალსადენების რეაბილიტაციაც.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად სოფლების ნაწილში წყლის მიწოდება მკვეთრად გაუმჯობესდა. წყალგაყვანილობის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ დასახლებას მოიცავს.

მსგავსი პოსტები