სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათე პაკეტების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს

სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათე პაკეტების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს

  • 2021-01-12 15:03:47

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათე პაკეტების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და არსებული პანდემიის პირობებში მოქალაქეთა დახმარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 250-მდე ოჯახს უკვე გადაეცა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს ახორციელებს, ამის პარალელურად კი პერიოდულად ხორციელდება ერთჯერადი აქციები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა დასახმარებლად.

მსგავსი პოსტები