2021 წელს, ქ. ამბროლაურში ორი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა ხორციელდება

2021 წელს, ქ. ამბროლაურში ორი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა ხორციელდება

  • 2021-01-13 13:05:21

2021 წელს, ქ. ამბროლაურში ორი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა ხორციელდება.

კოსტავასა და ბრატილავა-რაჭის ქუჩების რეაბილიტაცია გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და პროექტით გათვალისწინებულ სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და სამუშაოები მ/წლის გაზაფხულზე დასრულდება.

რაც შეეხება ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობას, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

მსგავსი პოსტები