ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-01-14 19:06:41

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება, რაც ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

მსგავსი პოსტები