ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-01-12 15:12:22

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაწმენდილია კურორტ შოვამდე და მისასვლელი და სოფლის შიდა გზები.

დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ გლოლაში, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და გაესაუბრა სოფელში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

გზების წმენდის სამუშაოები და მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები