მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-01-14 15:17:48

მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ დაათვალიერეს.

პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.

დოშაყეში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია უტარდება ქ. მარტვილის №1, სალხინოს და ლედგებეს საჯარო სკოლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები ჩატარდა 21 სკოლაში.

მსგავსი პოსტები