ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-13 17:19:16

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ლეწურწუმეში ,ჯუმითის უბანში, 4-კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოეწყობა.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 867 596 ლარს შეადგენს.

სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ.

ჯუმითის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები