მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

  • 2021-01-12 15:24:40

უხვი ნალექის შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საგზაო დეპარტამენტის უფროსი, თვითმმართველობის მოხელეები.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესებიც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დატბორილია სოფელ ბზუბზუში საუბნო გზა, ხოლო დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ ელექტროენერგიის ბოძი დააზიანა და მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი პოსტები