18 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

18 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • 2021-01-18 11:09:44

18 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მერმა გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები მიმოიხილა, 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელა როგორც წარმატებულ პროექტებზე, ისე ზოგიერთი მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

,,გასული წელი, არსებული პანდემიის პირობებში, საკმაოდ რთული იყო, თუმცა ყველა ჩვენგანი ვცდილობდით მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, რათა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები არ შეფერხებულიყო. მუნიციპალიტეტის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული თქვენ მიერ საქმისადმი პასუხისმგებლურ და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე. გთხოვთ, ყურადღება გავამახვილოთ თითოეული ადამიანის პრობლემაზე და ვიზრუნოთ მათ დროულ მოგვარებაზე. " - მიმართა ზვიად მხეიძემ თანამშრომლებს.

თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

2021 წელს მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და წყალსადენი სისტემების მოწესრიგება რჩება. ქ. ამბროლაურში კოსტავას ქუჩის პარალელურად, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე გაგრძელდება სანაპიროს ქუჩის კეთილმოწყობა, დაგეგმილია მნიშვნელოვანი სამუშაოები სოფლების გზებისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგებისთვის, აქტიურ რეჟიმში განხორციელდება გაზიფიცირების პროცესი. შემუშავებულია მნიშვნელოვანი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ასევე საინტერესო ღონისძიებები იგეგმება განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

ყველა სფეროში მიმდინარე სამუშაოები, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტებისა და პრობლემური საკითხების გათვალისწინებით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები