ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში უხვი ნალექის გამო, კვლავ, ინტენსიურად გრძელდება გზების გაწმენდის სამუშაოები

ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში უხვი ნალექის გამო, კვლავ, ინტენსიურად გრძელდება გზების გაწმენდის სამუშაოები

  • 2021-01-18 16:22:35

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი გზების გაწმენდის სამუშაოებს, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში უხვი ნალექის გამო, კვლავ, ინტენსიურად გრძელდება გზების გაწმენდის სამუშაოები, რომელსაც შპს ‘’ონის სერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.

მსგავსი პოსტები