სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სამუშაო სეხვედრა ჩაატარა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სამუშაო სეხვედრა ჩაატარა

  • 2021-01-18 16:32:37

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სამუშაო კვირა, დღეს, მერიის სამსახურების უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წამომადგენლებთან და მუნიციპალური ა(ა)იპების დირექტორებთან შეხვედრებით დაიწყო.

სამუშაო შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია და მერის თანაშემწე მურმან გაბესკირია ესწრებოდნენ.

,,2021 წელი პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულის ერთობლივად დაძლევის, სიახლეებით, მრავალი სასიკეთო პროექტის განხორციელებით, ახალი შესაძლებლობლობებით გამორჩეული წელი იქნება.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რეალობის შესაბამისად, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ჩვენი საქმიანობა ეკონომიკური გაჯანსაღების, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანი ყველა სეგმენტის წინსვლისკენ იქნება მიმართული.

მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყება, განხორციელება და სამომავლოდ დაგეგმვა” - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ლევან კუპრეიშვილი დეტალურად გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტების, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას, დაგეგმილ სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს.

.მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენელბს მისცა მითითება ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების თაობაზე.

ლევან კუპრეიშვილმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეტი მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

აღინიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ფიქსირდება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება; ხაზი გაესვა ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრებზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.

მსგავსი პოსტები