ზურაბ ნასარია: კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ზურაბ ნასარია: კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

  • 2020-09-28 18:27:44

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა

სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას განცხადებით, მომატებული რისკის გამო ოზურგეთის ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილსუკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული "კოვიდ 19", მაგრამ დასაქმებულიააჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი პოსტები