ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სკოლები სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სკოლები სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვა

  • 2020-09-11 16:31:29

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, სასწავლო პროცესის დაწყების მზაობას, ახლად გარემონტებულ კოხნარის საჯარო სკოლასა და ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლებში გაეცნო.

კოხნარის სკოლაში მოწესრიგდა გარე ფასადი, გარემონტდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, ღია აივნის ნაცვალდ გაკეთდა ახალი დახურული სივრცე. #1 საჯარო სკოლაში, მთლიანად შეიცვალა გათბობის სისტემა.

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში შეტანილია სადეზინფექციო საშუალებები და  შესაბამისი  ინვენტარი.

მსგავსი პოსტები