სამუშაო შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან

  • 2021-01-18 16:49:20

სამუშაო შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2021 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, სოციალურ პროგრამებზე.

ყურადღება გამახვილდა ზამთრის სეზონთან და უამინდობასთან დაკავშირებულ მზადყოფნაზე, საჭირო შემთხვევაში პრობლემების დროულ აღმოფხვრაზე.

თემის წარმომადგენლებს დაევალათ მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია, ახალ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, პროექტებზე, რომელთა განხორციელება 2021 წლისთვისაა გათვალისწინებული.

საკითხი შეეხო ასევე, მაღალმთიანი მოსახლეობის მთის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლის მონიტორინგიც დაევალათ რწმუნებულებს მათ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში.

თათბირზე აღინიშნა, რომ გაზაფხულიდან აჭარაში ისევ ამოქმედდება მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ადგილობრივები უფასოდ ისარგებლებენ.

მსგავსი პოსტები