საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს

  • 2021-01-19 17:51:15

შუახევში თოვს. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20-30სმ, ხოლო მაღალ ზონაში 30-50 სმ-ია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოები ხეობების მიმართულებით მიმდინარეობს. მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა.

საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08. მეწყერული პროცესები არ ფიქსირდება. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

მსგავსი პოსტები