2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი

  • 2021-01-18 14:53:58

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, დღეის მდგომარეობით უკვე მიღებული და გადამუშავებულია 10.014 ტონა.

მსგავსი პოსტები