ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-21 15:30:55

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ქალაქ ონში მდ. რიონის კალაპოტი ფორმირდება და ნაპირდამცავი გაბიონები ეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ლიზი“ ახორციელებს , ღირებულება შეადგენს 550000 ლარს და ფინანსდება 100% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

29 ივლისს მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა , იმ დღიდანვე აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება,

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ონის მუნიციპალიტეტს 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ და ხარისხიან აღდგენას.

მსგავსი პოსტები