ვინსენტ დონტომ, ზუგდიდის მერს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო

ვინსენტ დონტომ, ზუგდიდის მერს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო

  • 2021-01-21 12:54:56

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ვინსენტ დონტოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდა.

შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ, ზუგდიდის მერს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, უახლოეს მომავალში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, N1 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაშიც.

გიორგი შენგელიამ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თამაშრომლობის ფარგლებში.

მსგავსი პოსტები