აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს

  • 2021-01-20 10:39:58

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოფლების შიდა გზების გაწმენდით და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოებს.

ყველა ლოკაციაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

ამ დროისთვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-70 სანტიმეტრს აღწევს. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის.

მოსალოდნელია ყინვის გაძლიერება და საავტომობილო გზებზე სასურველია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.

მსგავსი პოსტები