ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი და სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი და სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

  • 2021-01-21 10:41:41

შუახევში ინტენსიურად თოვს.თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 80სმ-ია.სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.

ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი და სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

დილიდან მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19 ერთეული და მუნიციპალიტეტის მერიის ერთი ერთეული ტექნიკა. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

ელექტრო ენერგიის შეფერხების გამო, რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.

მსგავსი პოსტები