გარე განათების ქსელის მოწყობის, თანამედროვე LED (დიოდური) სანათების დამონტაჟების პროცესი სენაკში

გარე განათების ქსელის მოწყობის, თანამედროვე LED (დიოდური) სანათების დამონტაჟების პროცესი სენაკში

  • 2021-01-22 15:10:11

გარე განათების ქსელის მოწყობის, თანამედროვე LED (დიოდური) სანათების დამონტაჟების პროცესი სენაკში მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და თანმიმდევრულად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ამ ეტაპზე, ცოტნე დადიანისა და გენო ადამიას ქუჩებზე, მიმდინარეობს ძველი სანათების 50 ვატიანი მაღალი ხარისხის LED სანათებით ჩანაცვლების პროცესი.

იდენტური სამუშაოები ასევე განხორციელდება კოსტავას, ქურდოვანიძის, წერეთლის, ვახანიას, ჯორჯაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე.

სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, ახალი სანათები დამონტაჟდება აკაკი ელიავას, ცერცვაძის ქუჩებზე და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,მიკოტახილის’’ უბანში, საავტომობილო გზის გასწვრივ.

სამუშაოებს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები