მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

  • 2021-01-22 15:53:41

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ოთხივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულებულია და უახლოეს მომავალში ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2020 წლიდან აშენდა და რეაბილიტირდა 13 საბავშვო ბაღი.

მსგავსი პოსტები