ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა გრანტი მოიპოვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა გრანტი მოიპოვა

  • 2021-01-23 17:33:34

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა გრანტი მოიპოვა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც წარადგინა საპროექტო წინადადება - „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“.

აღნიშნული საპროექტო წინადადება დადებითად შეფასდა UNDP-ის მიერ და ამბროლაურის მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის დაიდო ხელშეკრულება პროექტის თანადაფინანსებაზე 137 000 ლარის ოდენობით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩების მიმდებარედ არსებული 2 სკვერის რეაბილიტაცია და საგამოფენო სივრცეების შექმნა, სადაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია.

მსგავსი პოსტები