ჯანდაცვის კომისიამ 71 მოქალაქე დააფინანსა

ჯანდაცვის კომისიამ 71 მოქალაქე დააფინანსა

  • 2021-01-22 12:39:31

ჯანდაცვის კომისიამ 71 მოქალაქე დააფინანსა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, მიმდინარე წლის პირველ სხდომაზე 71 მოქალაქის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპერაცია დაუფინანსდა 12 მოქალაქეს, კომპიუტერული გამოკვლევები 9-ს,ხოლო ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა 50 მოქალაქეს.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებაზე 21 795 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამებში გარკვეული სიახლეებია.

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს, რომლებიც სერვისის მისაღებად გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტებში, ყოველთვიურად ჩაერიცხებათ 200 ლარი.

70-მდე გაიზარდა აბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობაც.

მსგავსი პოსტები