ქ. ამბროლაურში, ქუჩების კეთილმოწყობის პარალელურად გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ქ. ამბროლაურში, ქუჩების კეთილმოწყობის პარალელურად გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-01-25 15:01:35

ქ. ამბროლაურში, ქუჩების კეთილმოწყობის პარალელურად გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამწუხაროა, რომ მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის მიერ ნარგავების დაზიანების შემთხვევებმა სისტემატიური სახე მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, პირუტყვის მეპატრონეებს პირადად შეხვდნენ და განუმარტეს, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მოგმართავთ - გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე.

მსგავსი პოსტები