2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 14 პროგრამას განახორციელებს

2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 14 პროგრამას განახორციელებს

  • 2021-01-26 16:18:51

2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 14 პროგრამას განახორციელებს. მათ შორის 3 ახალია:

ოპერაციების და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების დახმარების პროგრამა - 40 000ლარი;

მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისთვის კვარტალური ფინანსური დახმარება - 26 000 ლარი;

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის და ადრეული განვითარების ბავშვთა კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა - 40 000 ლარი;

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის - 85 200 ლარი;

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - 300 000 ლარი;

სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა - 40 000 ლარი;

სტაციონარული-ამბულატორიული მომსახურების შემდგომი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფნანსების პროგრამა - 8 000 ლარი;

ოთხ და მეტ მცირეწლოვან (18 წლამდე) ასაკის ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა - 65 000 ლარი;

გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის გასაცემი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა - 30 000 ლარი;

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა დახმარების პროგრამა - 47 500 ლარი;

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე სპეციფიკური-სამკურნალო პროდუქტების შეძენისათვის ფინანსური დახმარების პროგრამა - 7 260 ლარი;

18 წლამდე ასკის დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ფინანსური დახმარების პროგრამა - 1 800 ლარი;

დიალიზის პროგრამაში ჩართული შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მგზავრობის დაფინანსების მიზნობრივი პროგრამა - 20 000 ლარი;

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლისთვის სახურავების შეძენა - 50 000 ლარი;

პროგრამის სრული ბიუჯეტია : 760 760 ლარი

მსგავსი პოსტები