სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-01-27 14:20:56

სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზის დაგება დასრულდა.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები