ქედის მუნიციპალიტეტი, საქართველოში იაპონიის საელჩოს ,,ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის" გამარჯვებულია

ქედის მუნიციპალიტეტი, საქართველოში იაპონიის საელჩოს ,,ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის" გამარჯვებულია

  • 2021-01-27 12:20:07

ქედის მუნიციპალიტეტი, საქართველოში იაპონიის საელჩოს ,,ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის" გამარჯვებულია.

ქედის მუნიციპალიტეტი გრანტს 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრო მობილობა ქედის მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას.

პროექტის ბიუჯეტით შესყიდული იქნება უახლესი, შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრო მიკროავტობუსი. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუითრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თანადაფინანსებით ელექტრო ავტობუსის გაჩერებისათვის ავტოფარეხის მშენებლობაც.

ელექტრო ავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით განახორციელებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ დაბის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური საავადმყოფო, სკოლა, საბავშვო ბაღები, ასვე ყველა საჭირო მუნიციპალური სერვისები. თუმცა მთიანი გეოგრაფიული არეალის გამო ქედაში მცხვორებ მოქალაქეებს ფეხით უწევთ გადაადგილება.

პროექტის მენეჯერია - საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე.

მსგავსი პოსტები