ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება

  • 2021-01-28 12:12:42

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიასთან და მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად გაეცნო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ისე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებელისთვის.

ფონდი „ქართუ“ სამეგრელოს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა ქართუმ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

მსგავსი პოსტები