ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-28 11:13:36

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში, დასრულდა ბეტონის გზის დაგება.

დაზიანებული გზა მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემას უქმნიდა.

სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები და შიდა საუბნო გზები მოეწყო.

შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი , საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ.

პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები