ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარეში

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარეში

  • 2021-01-29 14:27:01

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარეში.

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები, ვიტოლდ სარტორიუსი და ნინო ხუხუა, 28 იანვარს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელთან, ქრისტინე კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული პროექტი მოინახულეს, რომელიც გულისხმობს საირმის სვეტებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

2020 წლის ივნისში, საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის - საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი ჩაატარა. 11- მა მუნიციპალიტეტმა ოთხი საპილოტე რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), ჯამში 5 მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო.

ახალი, მიმზიდველი სივრცეების შექმნა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.

ბოლო პერიოდში, ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, რაც მთიანი რეგიონების სოფლების მხარდაჭერას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკუთარი საარსებო წყაროს გაუმჯობესებას ემსახურება.

მსგავსი პოსტები