მარტვილის მუნიციპალიტეტში ტალერის საბავშვო ბაღს, ინვენტარი და სათამაშოები გადაეცა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტალერის საბავშვო ბაღს, ინვენტარი და სათამაშოები გადაეცა

  • 2021-01-28 19:28:39

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტალერის საბავშვო ბაღს, ინვენტარი და სათამაშოები გადაეცა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ახალი ინვენტარი ამავე სოფლის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა ივლიანე ნაჭყებიამ გადასცა, ახალი სათამაშოებით კი ბაღის უზრუნველყოფა მარტვილის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა მოახდინა.

გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილესთან ლუიდუკ ხასიასთან და მარტვილის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად დაესწრო. მალხაზ თორიამ ივლიანე ნაჭყებიას ბაღისთვის გაწეული სამაგალითო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ონოღიაში, დიდ ჭყონში, ხუნწსა და ლეციცხვაიეში ახალი ბაღები შენდება პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მარტვილის მერია ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები