ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

  • 2021-01-31 17:31:19

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ქვემო ქვალონში სკოლის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

სკოლაში, პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.

სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.

მსგავსი პოსტები