მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში 2020 წელს, სხვადასხვა ფონდებიდან, განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში 2020 წელს, სხვადასხვა ფონდებიდან, განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები

  • 2021-02-02 14:18:03

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში 2020 წელს, სხვადასხვა ფონდებიდან, განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

მოასფალტდა შიდასასოფლო გზის 2-კმ-ზე მეტი მონაკვეთი მეორე, მესამე, მეშვიდე და მერვე ქუჩებზე. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და შპს ,,ქვენიფნელი“-მ განახორციელა. პროექტის დასრულებამ ამ უბნის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა მისცა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელში არსებულ სპორტულ მოედანს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შპს ,,ჯორჯიან ივესტი“-მ შეასრულა.

ნატახტარში დასრულდა ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა. კოშკურაზე დაიდგა წყლის ავზი და ტერიტორია შემოიღობა უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 266579 ლარია და სამუშაოები შპს "ჩხოროწყუ 2019” -მ განახორციელა. მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროექტი ნატახტრის მოსახლეობას წყალმომარაგებას გაუუმჯობესებს.

მსგავსი პოსტები