1 თებერვლიდან ფოთში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

1 თებერვლიდან ფოთში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

  • 2021-02-02 16:35:33

1 თებერვლიდან ფოთში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. კერძო სამარშრუტო ტაქსებთან ერთად, მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

სამარშრუტო ხაზებს მოემსახურება ის ხუთი ახალი ავტობუსი, რომელიც ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა ქალაქს.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც. ისინი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პირველი მგზავრების გადაყვანამდე, ავტობუსებზე მომუშავე მძღოლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს. ფოთის ავტოპარკი კიდევ ხუთი ავტობუსით განახლდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია.

მსგავსი პოსტები