ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით ოცზე მეტ პროგრამას ახორციელებს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით ოცზე მეტ პროგრამას ახორციელებს

  • 2021-02-02 17:42:26

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით ოცზე მეტ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 2021 წელს 2 მილიონ 604 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ითვალისწინებს:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას;

პროგრამების მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა;

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა;

ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის პროგრამა;

კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების პროგრამა;

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა;

მარტოხელა მშობელთა ყოველთვიური დახმარება;

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგრამა;

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა;

მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების პროგრამა;

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება;

სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა;

უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამა;

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (უფასო სასადილო, შინმოვლის პროგრამა) ხელშეწყობა;

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;

უსინათლოების წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა - დახმარების პროგრამა;

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება;

სარიტუალო მომსახურება;

შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად;

ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა;

შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა;

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა;

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა;

მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) სოციალურად დაუცველი პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა;

განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედურ შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა ფოთში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მსგავსი პოსტები