სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი

  • 2021-02-02 12:03:02

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი.

ამ ეტაპზე ვაშენებთ ორ სააღმზრდელო დაწესებულებას.

ასევე ვგეგმავთ ორი საბავშვო და ბაგა-ბაღის მშენებლობას.

ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ N4 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოებს, რომლის დასრულების შემდეგ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ამავე პროექტის ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საბავშვო ბაღს.

დასრულების ეტაპზეა მეხუთე ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს.

გამოვაცხადეთ ტენდერი N3 ბაგა-ბაღის მშენებლობაზე, რომლის დასრულების შემდეგ დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს.

ასევე ვგეგმავთ N7 საბავშვო ბაღის მშენებლობას.

მსგავსი პოსტები