თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-02-02 14:04:29

თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მონაკვეთზე განხორციელდა მნიშვნელოვანი მიწისქვეშა სამუშაოები. კერძოდ, პირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო საკანალიზაციო სისტემა.

ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები ტარდება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერი მირიან ქათამაძე, მოადგილეებთან ლევან ზოიძესთან და დავით ვერულიძესთან უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზაზა კაიკაციშვილთან , ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის და მახინჯაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ანანიძესთან ერთად გაეცნო.

მსგავსი პოსტები