ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა

  • 2021-02-02 17:27:03

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

მოეწყო საკლასო ოთახები, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო სკოლის ეზო.

სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, პროექტის ღირებულება 1.7 მილიონი ლარია.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა :

აშენდა 30 სკოლა;

60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;

განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია;

განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.

მსგავსი პოსტები