ერთჯერადი სოციალური დახმარების მოთხოვნით დაკმაყოფილდა 1352 მოქალაქე, გაიხარჯა - 163.270 ლარი

ერთჯერადი სოციალური დახმარების მოთხოვნით დაკმაყოფილდა 1352 მოქალაქე, გაიხარჯა - 163.270 ლარი

  • 2021-02-03 14:39:34

ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სხვადასხვა მოწყლვადი ჯგუფების მხარდასაჭერად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წლისთვის გამოყოფილი თანხები გამოყენებული იქნა შემდეგი მიზნობრიობით:

სამკურნალო დაწესებულებებში სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის მკურნალობისა და ოპერაციების დაფინანსების მოთხოვნით დაკმაყოფილდა 594 მოქალაქე, გაიხარჯა - 275 862 ლარი;

სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის მოთხოვნით დაკმაყოფილდა 218 მოქალაქე, გაიხარჯა - 34 498 ლარი;

ერთჯერადი სოციალური დახმარების მოთხოვნით დაკმაყოფილდა 1352 მოქალაქე, გაიხარჯა - 163.270 ლარი. გაცემული 163.270 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა: ა) ერთჯერადი დახმარება (გახარჯულია 94 170 ლარი; დაკმაყოფილდა 899 მოქალაქე). ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები (გახარჯულია 900 ლარი , დაკმაყოფილდა 9 მოქალაქე); გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები (გახარჯულია -24 600 ლარი , დაკმაყოფილდა 246 მოქალაქე); დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები (გაიცა - 3 100 ლარი , დაკმაყოფილდა 31 ოჯახი); ე) ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესები (გაიცა - 600 ლარი, დაკმაყოფილდა 3 მოქალაქე); ვ) დახმარება ოჯახებს, რომელებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი (გაიცა 12 400 ლარი, დაკმაყოფილდა 62 მოქალაქე); ზ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება (გაიცა - 22 200 ლარი, დაკმაყოფილდა - 74 მოქალაქე); თ) ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე მოქალაქეები (გაიცა - 3 300 ლარი , დაკმაყოფილდა 11 მოქალაქე); ი) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირები რომელთაც ითავეს მიცვალებულის დაკრძალვა (გაიცა - 600 ლარი , დაკმაყოფილდა - 3 მოქალაქე); კ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები (გაიცა 1 400 ლარი, დაკმაყოფილდა 14 მოქალაქე)

ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება, გაიცა - 500 ლარი, დაკმაყოფილდა 2 მოქალაქის განცხადება;

ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება, დაკმაყოფილდა 19 ოჯახი, გაიცა - 25 000 ლარი;

უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის მქონე 110 ბენეფიცი სარგებლობს უფასო კვებით. ამ მიზნით სულ გახარჯულია 93 060 ლარი.

მსგავსი პოსტები