დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-02-03 16:47:24

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში უტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დუშეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში დადიან.

პროექტის ღირებულება 2 535 470 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ,დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

პანდემიის მიუხედავად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება უწყვეტად ხორციელდება.

მსგავსი პოსტები