ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-02-03 16:48:38

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა სოფელ ლაგვანთაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ამს ტექნიკა“ ახორციელებს , ღირებულება შეადგენს 795591.4 ლარს და ფინანსდება 100% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

29 ივლისს მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა , იმ დღიდანვე აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება,

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ონის მუნიციპალიტეტს 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ და ხარისხიან აღდგენას.

მსგავსი პოსტები